ტომ კრუზს ფილმის გადამღები ჯგუფის წევრების დაღუპვაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 14:49 | 21.09.2017
ნანახია: 1278

ფილმის „დამზადებულია ამერიკაში“ გადაღების დროს ავიკატატროფაში დაღუპული გადამღები ჯგუფის ორი წევრის ნათესავებმა ტომ კრუზი მომხდარ ტრაგედიაში დაადანაშულეს.

დაღუპულთა ნათესავებმა სასამართლოს მიმართეს. მათ კინოკომპანიები Imagine Entertainment-ი, Vendian Entertainment-ი და Cross Creek Pictures-ი უსაფრთხოების წესების დარღვევასში დაადანაშაულეს.

მოსარჩელეები ასევე ადანაშაულებენ ფილმის რეჟისორს დაგ ლაიმანსა და კრუზს, რომელმაც კინოსურათში მთავარი როლი შეასრულა. მათი თქმით, ლაიმანსა და კრუზს მოქმედებებით დატვირთული, უკიდურესად სარისკო პროექტის გადაღება სურდათ, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია.

როგორც გარდაცვლილების ნათესავები აღნიშნავენ, მსახიობი და რეჟისორი მოითხოვდნენ რამდენჯერმე გადაეღოთ სცენები, რომელიც თვითმფრინავზე შესრულებული ტრიუკებით იყო დატვირთული. მათი თქმით, რეჟისორმა და მსახიობმა უპასუხიმგებლობა გამოავლინეს.

ავიაკატასტროფა 2015 წლის სექტემბერში კოლუმბიაში მოხდა. ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი კასკადიორი ალან დევიდ პურვინი და პილოტი ჯიმი ლი ჰარლანდი დაიღუპნენ. თავად კრუზი იმ მომენტისთვის თვითმფრინავში არ ყოფილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე