ყირგიზმა სტუდენტმა ვაშინგტონში ლინკოლნის ქანდაკება დააზიანა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 21.09.2017
ნანახია: 2006

ვაშინგტონში ყირგიზეთის 21 წლის მოქალაქე  ვანდალიზმის ბრალდებით დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცმა აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის მემორიალზე თავისი სახელი მონეტით ამოკაწრა.

ამერიკის მედიის ინფორმაციით, კომპლექსის ერთ-ერტ სვეტზე აღმოაჩინეს წარერა „ნურტ ილეკი“. მოგვიანებით მისი ავტორის ვინაობა დადგინდა. ის 21 წლის ყირგიზი სტუდენტი ნურტილეკ ბაკიროვი აღმოჩნდა, რომელიც ვაშინგტონში სასწავლებლად იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი ქონების განზრახ დაზიანებისთვის  წაუყენეს. ქონების ზიანი 2 ათას დოლარს შეადგენს. სასამართლო სხდომა ოქტომბრის ბოლოსთვის ჩაინიშნა.

ლინკოლნის მემორიალი ვაშინგტონის განსაკუთრებით დაცული ობიექტების სიაშია. კომპლექსი აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნი საპატივსაცემოდ აშენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე