ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას გაეროს მაღალ ტრიბუნაზე გამოსვლა სურს

საქართველო, თბილისი - 13:22 | 21.09.2017
ნანახია: 1749

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიარეშს მიმართა და და გაეროს ტრიბუნაზე სხვა ქვეყნების თანასწორად გამოსვლის სურვილი გამოთქვა.

ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პოლონეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, ლიტვისა და ესტონეთის ხელმძღვანელობამ დაგმეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ადამიანის უფლებების შელახვა, თუმცა აფხაზი ხალხის პოზიცია დიაცვას თავისი დამოუკიდებლობა და თავისუფალი განვითარება, უგულვებელყვეს.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მსოფლიო ლიდერების ასეთი დამოკიდებულება აფხაზი ხალხის მიმართ ხელს შეუშლის პრობლემების გადაჭრას.

„პოლიტიზირებული და ცალმხრივი შეფასებები რეგულარულად ისმის დასავლეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც საკმაოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ქართული-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკურ, სამართლებრივ და ისტორიულ ასპექტებზე, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე