მიწისძვრა მექსიკაში: სკოლის ნანგრევებში ცოცხალი გოგონა იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:05 | 21.09.2017
ნანახია: 960

მეხიკოში მიწისძვრის დროს სკოლის ჩამონგრევის შედეგად 21 ბავშვი და ხუთი მოზრდილი ადამიანი დაიღუპა. საბედნიეროდ ერთ გოგონას გაუმართლა და ის ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

ამის გარდა, მექსიკის პრეზიდენტის ენრიკე პენია ნიეტოს განცხადებით, ამ მომენტისთვის მეხიკოში ნანგრევებში მოყოლილი 50-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. მაშველები ცოცხლად გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ.

მექსიკის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრამ სერიოზული ნგრევა გამოიწვია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დანგრეულია ათობით შენობა, მათ შორის ეკლესიები, სადაც მიწისძვრის დროს მორწმუნეები იმყოფებოდნენ.

მეხიკოში ოჯახების უმეტეოსბამ ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.

ხელისუფლების განცხადებით, 3,8 მლნ ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე