ირაკლი კობახიძე მექსიკელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველო, თბილისი - 16:25 | 20.09.2017
ნანახია: 973

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო, მექსიკელ ხალხს უსამძიმრებს. 

განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„მინდა გამოვეხმაურო მექსიკაში მომხდარ მიწისძვრას, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ მექსიკელ ხალხს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, მექსიკაში მომხდარ მიწისძვრას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე