ზურაბ სოტკილავას თბილისში დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 16:23 | 20.09.2017
ნანახია: 1496

რუსეთში ცნობილ ქართველ ტენორს, ზურაბ სოტკილავას დაემშვიდობნენ. ცერემონია მოსკოვის დიდ თეატრში გაიმართა და მას რუსეთის კულტურის მინისტრი ვლადიმერ მედინსკი, ვიცე-პრემიერი ოლგა გოლოდეცი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ზურაბ სოტკილავა 81 წლის ასაკში 18 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი ბოლო სურვილის თანახმად მომღერალს თბილისში, მშობლების გვერდით 23 სექტემბერს დაკრძალავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე