ქველმოქმედების სახელით მითვისებული ფული - პროკურატურამ ფონდის ,,იავნანას” ფინანსების შესწავლა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:42 | 20.09.2017
ნანახია: 1145

ქველმოქმედების სახელით მითვისებული ფული - პროკურატურამ პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის, ,,იავნანას” ფინანსების შესწავლა დაიწყო.

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. აღნიშნულ გამოძიებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას,“-განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გრძელიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე