აჭარაში ტურისტულ ობიექტებში არსებულ ვითარება, „იდუმალი სტუმრის" მეშვეობით, ოქტომბრის ბოლომდე გახდება ცნობილი

საქართველო, თბილისი - 13:54 | 23.09.2015
ნანახია: 1859

აჭარაში ტურისტულ ობიექტებში არსებულ ვითარებას „იდუმალი სტუმარი" „ამხელს". „იდუმალი სტუმარი" - ეს არის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, იდუმალი სტუმრის მეშვეობით ობიექტებში არსებული ვითარების შესწავლა ხდება, რომელიც შემდგომ დეპარტამენტში გაანალიზდება, დამუშავდება და რეკომენდაციის სახით, კონკრეტულ კომპანიას გადაეგზავნება და ეცნობება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ წელს „იდუმარი სტმრის“ ფარგლებში 150 ობიექტი მოწმდება.

“პროექტი „იდუმალი სტუმარი“ გრძელდება. წელს ჩვენ პროექტს უფრო დიდი მასშტაბები შევძინეთ. საერთო ჯამში წელს 150 ობიექტის დაკვირვება მოხდება, ამაში იგულისხმება, როგორც განთავსების, ასევე კვებისა და ტურ-ოპერატორების იდუმალი დაკვირვება. პროცესი მიმდინარეობს და მისი შედეგები მოგვანებით გახდება ცნობილი“, აცხადებს ბერძენიშვილი და განმარტავს, რომ მიუხედავად პროექტი ჯერ არ დასრულებულა რიგი პრობლემები უკვე სახეზეა.

„მაგალითისთვის, საუბარია ფასისა და ხარისხის არადექვატურ დამოკიდებულებაზე. შეიძლება ითქვას, რომ მოწდებული პროდუქტი, როგორც განთავსების ასევე კვებისა და ტურისტული სააგენტოების მომსახურების დონე, არ შეესაბამება არსებულ ფასებს“, აცხადებს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, „იდუმარი სტმრის“ ფარგლებში ტურისტული ობიექტების დაკვირვება სექტემბრის ბოლოსათვის დასრულდება. მიღებული ინფორმაცია 2 კვირაში დამუსავდება და ოქტომბრის მეორე ნახევარში მისი შედეგებიც გახდება ცნობილი.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე