Rammstein-ი კარიერას ასრულებს

საქართველო, თბილისი - 15:37 | 18.09.2017
ნანახია: 1551

ლეგენდარული გერმანული ინდუსტრიული მეტალ-ჯგუფი Rammstein-ი თავის კარიერას ასრულებს. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი ჯგუფთან დახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ჯგუფის მომდევნო ალბომი ბოლო იქნება. თუმცა ჯგუფს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ჯგუფის ახალი ალბომი წლის ბოლომდე არ გამოვა.

მანამდე Rammstein-ის გიტარისტი რიჰარდ კრუსპე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ჯგუფის ახალი ალბომი უკანასკნელი იქნებოდა.

ინდუსტრიული მეტალ-ჯგუფი Rammstein-ი 1994 წელს ბერლინში ჩამოყალიბდა.

ჯგუფის ამ დრომდე ბოლო ალბომი Liebe Ist Für Alle Da 2009 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც მის შემოქმედებაში ხანგრძლივმა შესვენებამ დაისადგურა.

ამ დროის განმავლობაში ჯგუფის სოლისტი ტილ ლინდემანი შვედ მუსიკოსთან პეტერ ტეგტგრენთან მუშაობდა. ერთად მათ პროექტი Lindemann-ი შექმნეს და 2015 წელს ფირფიტა Skills in Pills-ი გამოუშვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე