„საქართველოს ბანკში“ „თედექს თბილის“-ის მეხუთე, საიუბილეო ღონისძიების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:00 | 18.09.2017
ნანახია: 1266

ხვალ, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, „თედექს თბილის“-ის (TEDxTbilisi) მეხუთე, საიუბილეო ღონისძიების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. 

საქართველოს ბანკი უკვე მეხუთე წელია აღნიშნული ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს-თბილისი“, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია. 

პრესკონფერენციას დაესწრებიან, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე, „თედექს-თბილისის“ წარმომადგენელი მერი გაბაშვილი და „თედექს თბილისის“ 2017 წლის სპიკერები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე