ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 18.09.2017
ნანახია: 1504

რუსეთში მოღვაწე ქართველი ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა.

მომღერალი 80 წლის იყო. ის მძიმე სენით იყო დაავადებული, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ებრძოდა.

2015 წელს სოტკილავას კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს.

ზურაბ სოტკილავა სოხუმში 1937 წელს დაიბადა. 1950-იან წლებში ის თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოში“თამაშობდა.

1959 წელს სოტკილავამ სპორტული კარიერა ტრავმების გამო დაასრულა. 1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს კი - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია.

1965-1974 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბელეტის აკადემიური თეატრის, 1974 წლიდან კი მოსკოვში დიდი თეატრის სოლისტი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე