ზაზა ოქუაშვილმა ვახო ხუზმიაშვილს დაბადების დღეზე მანქანა აჩუქა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 11.11.2015
ნანახია: 2443

ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა, მის თანამშრომელს, პროდიუსერსა და ჟურნალისტს ვახო ხუზმიაშვილს ავტომობილი დაბადების დღეზე აჩუქა. როგორც ჟურნალისტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, ეს სიურპრიზი სიკვდილამდე არ დაავიწყდება და ოქუაშვილს საჯაროდ მადლობას უხდის.

„ყველაზე ემოციური და სიხარულით სავსე დღე მქონდა დღეს... მოულოდნელი და უზარმაზარი სიურპრიზით სავსე.. სიკვდილამდე რომ არ დამავიწყდება ეს დღე... უმაგრესმა ადამიანებმა, რომლებთანაც წლების ურთიერთობა მაკავშირებს და რომლებთან მუშაობითაც ფეხი ავიდგი ტელევიზიაში, დღეს წარმოუდგენელი სიურპრიზი მომიწყეს.. სამწუხარო ისაა, რომ არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე ჩემი ემოცია.ბედნიერებისგან ყველა სიტყვა დამავიწყდა. მარტო ის მახსოვს, რომ ისე გამაბედნიერეს, სიკვდილამდე არ დამავიწყდება. მადლობა! მადლობა! მადლბა!“, - წერს ვახო ხუზმიაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე