ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 11.11.2015
ნანახია: 1581

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში სტუმრობისთვის და კვლავ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი მუშაობისა და ევროპული, დემოკრატიული სახელწმიფოს მშენებლობის პროცესში ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს 9 ნოემბერს ეწვია. ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრები გამართა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მონაწილეობა მიიღო გენდერული თანასწორობის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში -„გენდერული თანასწორობისკენ - მიღწევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაერო-ს თანამდგომით ჩატარდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე