ქართულმა სტარტაპმა ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივა შექმნა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 12.09.2017
ნანახია: 2620

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულმა Phage Nutraceuticals-მა ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნა დაიწყო.

მიღწევები პროექტის ავტორმა რატი ღოლიჯაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნო.

Phage Nutraceuticals ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ერთი საუკუნის გამოცდილების ხარჯზე, ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნით, კვლევითა და წარმოებითაა დაკავებული.

საწარმოო ლაბორატორია ბიოქიმფარმას ბაზაზეა შექმნილი. პროექტის ავტორი აღნიშნავს, რომ ფაგის პროდუქტებს გააჩნიათ იმ ბაქტერიების (ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიების) ეფექტურად განადგურების უნარი, რომელთა დამარცხებაც ანტიბიოტიკებს აღარ შეუძლიათ. კომპანიის პროდუქციის გამოყენების არეალი არ არის შეზღუდული და გამოიყენება შემდეგი მიმართულებებით: მედიცინა, ვეტერინარია, საკვებისა და გარემოს უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, საკვები დანამატები, სამომხმარებლო პროდუქტები.

კომპანიამ 100 000 ლარის ოდენობით დაფინანსება 2016 წლის ივლისში მიიღო. პროდუქტების ონლაინ გაყიდვა შეერთბულ შტატებშიც იგეგმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე