ბრიტანეთში 922 ათას დოლარად შეფასებული საშობაო ვარსკვლავი დაამზდეს

საქართველო, თბილისი - 15:08 | 10.11.2015
ნანახია: 1913

დიდ ბრიტანეთში საშობაო ვარსკვლავი დაამზადეს, რომელიც 300-მდე ბრილინტის თვლით არის მორთული. The Metro -ს ინფორმაციით, მისი ღირებულება 922 ათას დოლარს შეადგენს. ძვირფასი ნივთი VeryFirstTo.com-ის საიტზეა წარმოდგენილი. გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება.

სამკაულმა ყველაზე გლამურული საშობაო ვარსკვლავის სახელი მიიღო. მისი შექმნისას გამოყენებულია მოოქროვილი ვერცხლი და 287 ბრილიანტის ქვა. ვარსკვლავის სიგრძე 20 სანტიმეტრს, სიგანე კი 13 სანტიმეტრს შეადგენს, ვარსკვლავის ცენტრში მოთავსებული ხუთკარატიანი ბრილიანტის მოხსნა და მისი კულონად გამოყენებაც შეიძლება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე