თბილისში რუს ტურისტს სასტიკად გაუსწორდნენ

საქართველო, თბილისი - 11:42 | 07.09.2017
ნანახია: 10581

თავდასხმა თბილისის ცენტრში. საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაში, რუსეთის მოქალაქეს სავარაუდოდ 3 ადამიანი თავს დაესხა.

დაზარალებული თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, ტურისტს საცხოვრებელი კორპუსის მაღალსართულზე დახვდნენ, გაძარცვეს და შემდეგ, თავი გაუტეხეს.

ვითარებაში გარკვევას გამომძიებლები ამ წუთებში ცდილობენ.

თავდასხმას შეესწრო დაშავებული ტურისტის მეგობარი გოგონაც.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე