სენაკის ყოფილი თავმჯდომარე “თავისუფალ დემოკრატებს” შეურთდა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 23.09.2015
ნანახია: 2049

სენაკის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ხვიჩა ჯიშკარიანმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა და “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდა. განცხადება ხვიჩა ჯიშკარიანმა პარტის ცენტრალურ ოფისში გააკეთა.

როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ჯიშკარიანის “თავისუფალი დემოკრატებთან” შეერთება გააძლიერებს პარტიას სამეგრელოში და ის იქნება ძალა, როგორც პარტიისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის.

ხვიჩა ჯიშკარიანი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 31 აგვისტოს გადააყენეს. როგორც ამასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ჯიშკარიანის გადაყენება ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მოხდა. ჯიშკარიანი სხვადასხვა დროს სამეგრელოს რეგიონში მაღალ თანამდებობას იკავებდა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი, ასევე იყო გუბერნატორის მოადგილე, საპრეზიდენტო არჩევნებში იკავებდა “ქართული ოცნების” შტაბის უფროსის პოსტს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე