ისლამისტები ესპანეთს ემუქრებიან

საქართველო, თბილისი - 14:14 | 24.08.2017
ნანახია: 950

„ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება ესპენეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება.

ჯიჰადისტებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ ბარსელონას ტერაქტები მხოლოდ დასაწყისი იყო და ესპანეთი მალე გაცილებით მასშტაბური ტერორისტული აქტების ეპიცენტრი გახდება.

ტერორისტული თავდასხმები კატალონიაში 17 აგვისტოს განხორციელდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე