გადაცემა, რომელიც სატელევიზიო სივრცეს ააფეთქებს - რა ცვლილებები იგეგმება „იბერიაზე“

საქართველო, თბილისი - 13:27 | 24.08.2017
ნანახია: 18612

ახალი სეზონიდან ტელეკომპანია „იბერიაზე“ გადაცემა „3-იდან 5-მდე“ ეთერში აღარ გავა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტელეკომპანიაზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ამბობენ იმასაც, რომ ბევრ გადაცემას დაიხურვა ემუქრება.

კონკრეტულად, ვის შეეხება აღნიშნული სიახლეები „პრაიმნიუსჯორჯია“ „კრაზანას“ პროდიუსერს მარიკა ხიდურელს დაუკავშირდა:

მარიკა, გავიგე რომ ახალი სეზონიდან „შუადღის“ გადაცემა ეთერში აღარ გავა. რატომ?

არხზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს და გასართობიდან უფრო პოლიტიკურისკენ გადადის. შესაბამისად გასართობი გადაცემები, მათ შორის „შუადღის“ შოუ დაიხურა. ეთერში გავა მხოლოდ პოლიტიკური თოქ-შოუ.

„ჰელოუ თბილისს“  და „კრაზანას“ რა ბედი ელის?

რაც შეეხება ჰელოუ თბილისს“, ის რჩება,  ხოლო კრაზანა“, გარკვეული პერიოდის შემდეგ განახლდება უფრო სოციალური თემატიკით.

ექსკლუზიურად გეტყვი, რომ ლიზა ვადაჭკორია ამზადებს ახალ პროექტს, რომელიც ააფეთქებს სატელევიზიო სივრცეს. მინიშნებას მოგცემ, მსგავსი ფორმატის გადაცემა საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა რუსული და უკრაინული ანალოგები არსებობს, რომლისაც ყველას ეშინია.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე