საპატრიარქოსთვის გადარიცხული 96,374,314 ლარით მთავრობა 4 სამაშველო ვერტმფრენს შეიძენდა - TDI

საქართველო, თბილისი - 12:07 | 24.08.2017
ნანახია: 979

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპატრიარქოსთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხის რაოდენობას აქვეყნებს. 

არასამთავრობო მიიჩნევს, რომ ამ თანხით მთავრობა 4 სამაშველო ვერტმფრენს შეიძენდა.

"ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს საკმარისი რაოდენობის ვერტმფრენები არ ჰყავს.  2014-2016 წლებში, საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტიდან 96,374,314 ლარი მიიღო.  ამ თანხით მთავრობას 4 სამაშველო ვერტმფრენის ყიდვა შეეძლო", - წერს TDI. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე