იმ პირობებში, როცა რუსეთთან რთული ურთიერთობა გვაქვს, დახმარების წინადადება მისასალმებელია - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 10:16 | 24.08.2017
ნანახია: 1063

რუსეთმა გამოთქვა დახმარების მზადყოფნა და ვფიქრობ, ეს წინადადება მისასალმებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის და ბელორუსის გარდა, საქართველომ დახმარებისთვის მზადყოფნა აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან, ისრაელისგან, ასევე, საბერძნეთისგან და უკრაინისგან მიიღო. მისივე თქმით, მზადყოფნა გამოთქვეს ბულგარეთმა და ირანმაც.

„განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომელთაგანაც ვიღებთ დახმარებას. პირველივე დღიდან გამოთქვა დახმარების სურვილი აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა და ბელორუსმა. მივიღეთ წინადადებები სხვა ქვეყნებისგანაც, გუშინ გამოითქვა დახმარების მზადყოფნა აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან, ისრაელისგან, ასევე, საბერძნეთისგან და უკრაინისგან. მზადყოფნა გამოთქვეს ბულგარეთმა და ირანმაც.

მინდა შევეხო რუსეთის საკითხსაც, ვინაიდან აქტიური განხილვის საგანი იყო. რუსეთმა გამოთქვა დახმარების მზადყოფნა და ვფიქრობ, ეს წინადადება მისასალმებელია, ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის წინაშე, ამის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როცა ჩვენ გაგვაჩნია რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება მისასალმებელია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე