საქართველოში, ბოლო ერთ კვირაში ხანძრის 366 შეტყობინება დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 24.08.2017
ნანახია: 1057

საქართველოში 16-დან 23 აგვისტომდე ხანძრის 366 შეტყობინება დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი Global Forest Watch-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ონლაინმონაცემების მიხედვით, 279 შეტყობინება სამცხე-ჯავახეთიდან ფიქსირდება, 51 კახეთიდან, 16 შიდა ქართლიდან, 7 ქვემო ქართლიდან, 6 მცხეთა-მთიანეთიდან, 5 იმერეთიდან, 2 კი ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2017 წელს საიტზე სულ ხანძრის 692 შეტყობინება დაფიქსირდა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ 616 შემთხვევაზე მეტია, თუმცა 2015 წელს დაფიქსრებულ 822 ფაქტზე ნაკლებია.

პირველი არხის ცნობით, საიტზე ბოლო ერთ კვირაში სომხეთიდან ხანძრის 40 შეტყობინება იძებნება, აზერბაიჯანიდან 281, თურქეთიდან 1724, რუსეთიდან კი 59 663.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე