მდინარე ამაზონში გემის ჩაძირვას 10 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:20 | 24.08.2017
ნანახია: 945

ჩრდილოეთ ბრაზილიაში, მდინარე ამაზონში სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, 40-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება, 20-მდე მაშველებმა გადაარჩინეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე.

სამგზავრო გემი Comandante Ribeiro დილით ჩაიძირა. გემზე 70 მგზავრი იმყოფებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე