1-ლი სექტემბრიდან მიმოქცევაში განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა

საქართველო, თბილისი - 09:13 | 24.08.2017
ნანახია: 1136

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1-ლი სექტემბრიდან მიმოქცევაში განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა

მათივე ცნობით, განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის, ხოლო 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები.

განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე