სკანდალი! ,,კუკარაჩას'' რეჟისორს ქეთი დოლიძეს თეატრიდან უშვებენ?! - ,,უალტერნატივო არავინ არაა''

საქართველო, თბილისი - 21:56 | 22.08.2017
ნანახია: 1908

,,თუმანიშვილის თეატრის'' სამხატვრო ხელმძღვანელი შესაძლოა ქუთაისის ლ.მესხიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ შეცვალოს, ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2'' ავრცელებს.

რაც შეეხება ქეთი დოლიძის პოზიციას, რეჟისორმა ტელეკომპანიასთან საუბარი არ ისურვა.

ქეთი დოლიძე პრესაში რეჟისორი კულტურის მინისტრს ღიად უპირისპირდება.

გადაწყვეტილებას, რომელიც მისი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაშვებას გულისხმობს, დოლიძე მიშა გიორგაძესთან პირადი უთანხმოებით ხსნის.

,,უალტერნატივო არავინ არაა ამ ქვეყანაზე. ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ცოტა გაუგებარია ჩემთვის ის პეტენზიები, რაც მას კულტურის მინისტრის მიმართ აქვს'', - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

,,თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა'' თეატრის ჯერ კიდევ მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი სიხარულიძეს, კონკურენტად არ აღიქვამს. თუმცა, ის ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებისთვის კონკურში მონაწილეობაზე განაცხადი უკვე შეიტანა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე