ხვალ, საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 19:11 | 22.08.2017
ნანახია: 1180

ხვალ, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სასამართლო მუსტაფა ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების თაობაზე იმსჯელებს. მას 90 დღიანი წინა საექსტრადაციო პერიოდი უკვე ამოეწურა.

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე