ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან - იან კელი

საქართველო, თბილისი - 17:40 | 22.08.2017
ნანახია: 1471

ჩვენ გავაგზავნეთ დამატებითი მოთხოვნა და დავუკავშირდით ამერიკელი სამხედროების ევროპულ სარდლობას, რომელიც გერმანიაშია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

მისი თქმით, საელჩო ასევე დაუკავშირდა USAID-ს, რათა გამოიკვლიონ, კიდევ რითი შეიძლება დახმარება.

„ჩვენ გვქონდა მჭიდრო კავშირი საქართველოს მთავრობასთან გუშინდელი დღიდან მოყოლებული და ეს კავშირი დღესაც გაგრძელდა. სიტუაცია არის რთული, ხანძრის ლიკვიდაციაში ძალიან ბევრი მეხანძრეა ჩართული და ზოგადად არის რთული სიტუაცია. ჩვენ, როგორც საქართველოს პარტნიორებს, გვსურს მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში, რომ მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია. ჩვენ გავაგზავნეთ დამატებითი მოთხოვნა და დავუკავშირდით ამერიკელი სამხედროების ევროპულ სარდლობას, რომელიც გერმანიაშია. ასევე USAID-ს და ვიკვლევთ იმ შესაძლებლობებს, კიდევ რითი შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები დაეხმარნენ საქართველოს და გამოგზავნეს გარკვეული ტიპის ტექნიკა. ჩვენ დავრჩებით მჭიდრო კონტაქტზე და კავშირზე საქართველოს მთავრობასთან. ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც ებრძვიან ამ სტიქიას. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე“, - განაცხადა იან კელიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე