იციკ მოშე ბიზნეს პალატებსა და საპატიო კონსულებს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 17:35 | 22.08.2017
ნანახია: 1051

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა წუხს ბორჯობის ტყეში ძლიერი ხანძრის შედეგად ტყის განადგურების გამო და მიმართავს საქართველოში მოქმედ ბიზნეს და სავაჭრო პალატებს, შეძლებისდაგვარად, გვერდში ამოუდგნენ საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში.

ბიზნეს პალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, დაზარალებული რეგიონის რაებილიტაციის საქმეში სასურველია, ჩაერთონ საქართველოს წარმომადგენლები - საპატიო კონსულები საქართველოს გარეთ.

„საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ხანძრის ჩაქრობისთვის. მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და ვცდილობთ ძალების კონსოლიდირებას, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ბიზნესმა თავისი წვლილი შეიტანოს“, - აცხადებს იციკ მოშე.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში თბილისს ეწვევიან ქნესეთის წევრები და ქართული მხარის დახმარების საკითხს მათთანაც დასვამს.

ცნობისთვის: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზების პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.  რამდენიმე ჰექტარზე დამწვარია ტყე და ბუჩქნარი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე