ბორჯომის ხეობაში ხანძარი გაძლიერდა

საქართველო, თბილისი - 17:34 | 22.08.2017
ნანახია: 1031

ბორჯომის ხეობაში ძლიერი ქარის გამო ცეცხლი გაძლიერდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, წაღვერის შესასვლელთან, სადაც საველე ოპერაციების ცენტრი მდებარეობს, ფერდობზე ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო რთულდება.

არსებული ინფორმაციით, სოფელ დაბის გზაზე ცეცხლი საავტომობილო გზას უახლოვდება. ცეცხლი საავტომობილო გზიდან დაახლოებით, 100 მეტრის დაშორებით არის მოდებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე