ავიაცია ამ ვითარებასა და ამ მოცემულობაში ძალიან სარისკოა, რომ გამოვიყენოთ - გიორგი მღებრიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:28 | 22.08.2017
ნანახია: 1714

ორი ვერტმფრენი კიდევ მოდის აზერბაიჯანიდან, მაგრამ ეს არ არის სახანძრო ვერტმფრენი, მას მოჰყავს ასევე ცოცხალი ძალა დასახმარებლად 50 კაცის შემადგენლობით, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ღამე სახანძრო ოპერაციები რეკომენდებული არ არის არც ვერტმფრენებით, არც თვითმფრინავით.

,,ავიაცია ამ ვითარებასა და ამ მოცემულობაში ძალიან სარისკოა, რომ გამოვიყენოთ", - განაცხადა შს მინისტრმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს ცეცხლის ჩაქრობაში თურქეთი და სომხეთიც ეხმარებიან. 

საქართველოს დახმარება რუსეთმაც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე