საქართველოს პრეზიდენტი როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:14 | 09.11.2015
ნანახია: 1613

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის პრეზიდენტ ელენა როსტროპოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამედიცინოპროექტებს ახორციელებს.მხარეებმა ფონდის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფონდმა დააფინანსა და განახორციელა მთელი რიგი სამედიცინო პროექტები, მათ შორის წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო იმუნიზაცია, ახალშობილებშიშიდსის ვერტიკალური გადაცემის პრევენცია, ჰეპატიტ B-ს ელიმინაცია, ახალშობილთა სკრინინგი თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე, ახალშობილთა სკრინინგი გულის თანდაყოლილი მანკის კრიტიკულიფორმის გამოსავლენად.როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე