საქართველოს პრეზიდენტს იაპონიის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველო, თბილისი - 16:06 | 22.08.2017
ნანახია: 1043

გიორგი მარგველაშვილს საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა იაპონელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს; ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მყარ და ნაყოფიერპოლიტიკურ თანამშრომლობას.

თავის მხრივ, ტადაჰარუ უეჰარამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომიაპონიის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე