როსტოვში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 22.08.2017
ნანახია: 902

დონის როსტოვში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება. გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია.

მისი ვინაობა დგინდება. ხანძარი თეატრალური დაღმართის რაიონში გუშინ გაჩნდა და 120-მდე შენობა გაანადგურა.

ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე