ბორჯომის ხეობაში მთავრობამ მოქმედება დააგვიანა - ირმა ნადირაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:03 | 22.08.2017
ნანახია: 1631

რაც ნათელი იყო ის არის, რომ [ბორჯომის ხეობაში] მთავრობამ დააგვიანა მოქმედება, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაჩქარევი იყო განცხადებები ხანძრის ჩაქრობის შესახებ და ხელისუფლებამ ტრადიციულად იზრუნა არა ხალხზე, არამედ საკუთარ პიარზე, რაც ახლა მაინც აღარ უნდა განმეორდეს.

,,პირველ რიგში, ყველა მეხანძრე და პოლიციელი, რომელიც ამ წუთებშიც კი იქ მუშაობს უნდა გრძნობდეს საზოგადოების მხარდაჭერას და ჩვენ ამ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ვითარება ეხლაც ძალიან კრიტიკულია. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეხლა მაინც ყველაფერი გააკეთოს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს. რაც ნათელი იყო ის არის, რომ მთავრობამ დააგვიანა მოქმედება. კრიზისების მართვის საბჭომ გამოავლინა სრული უუნარობა. ნაჩქარევი იყო განცხადებები ხანძრის ჩაქრობის შესახებ და ხელისუფლებამ ტრადიციულად იზრუნა არა ხალხზე, არამედ საკუთარ პიარზე, რაც ახლა მაინც აღარ უნდა განმეორდეს,’’ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე