თბილისის 166-ე საჯარო სკოლის 6 მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 11:56 | 22.08.2017
ნანახია: 1037

თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.

ერთ-ერთი მოსწავლის განცხადებით, საჭიროა რუსული ენის კარგად ცოდნა.

„რაც უფრო მეტი ენა გეცოდინება, მით უკეთესია. მე რუსეთში დავიბადე, ექვსი წლის ასაკში საქართველოში ჩამოვედი და დავიწყებული მაქვს რუსული, მაგრამ სკოლაში რუსული ენის გაკვეთილებზე დავიწყე ენის გახსენება“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

სააგენტოს ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებისათვის და პედაგოგებისთვის პირველი საერთაშორისო გაცვლა რუსულ ენაში „არტეკში“ 7 აგვისტოდან 27 აგვისტომდე ტარდება. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია რუსული ენის საბჭო, რომელიც რუსეთის მთავრობის ფარგლებში ფუნქციონირებს.

ღონისძიებაში 26 ქვეყნის წარმომადგენელი, 20 პედაგოგი და 170 სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე