დღეს ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 09:28 | 22.08.2017
ნანახია: 962

პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე, ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე მოსახვედრად როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გამრეკელის და შემდეგ მიცკევიჩის, ცინცაძის ან ბახტრიონის ქუჩების გავლით.

მერია შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე