ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი

საქართველო, თბილისი - 10:20 | 22.08.2017
ნანახია: 1827

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი, - ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა.

მისი თქმით, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება დროულად ხერხდება. მისივე თქმით, ხანძრის ადგილზე 300 მეხანძრე, დაახლოებით 100 მეტყევე და მოხალისეები მუშაობენ ცოცხალი ძალის სახით.

გვაზავა არ გამორიცხავს, რომ ძლიერი ქარის გამო არაფერი ახალი კერები გაჩნდეს.

,,თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი ქარია. მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები. სამი ვერტმფრენი მუშაობს - 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული. ასევე ველოდებით დახმარებას თურქეთიდან 2 ვერტმფრენის სახით. ქარის გამო, ალაგ-ალაგ აალებები ხდება და ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება მყისიერად ხდება.

ძლიერი ქარის გამო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, რომ ლოკალიზება მოვახდინოთ. შექმნილია პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. გაკეთდა გზები, შევიყვანეთ ტექნიკა და ყველანაირი გზით ვებრძვით სტიქიას. მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია ამ ეტაპზე დამწვარი ხანძრის შედეგად”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე