26-31 აგვისტოს ბათუმი-თბილისის რიგით IX საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:01 | 21.08.2017
ნანახია: 1332

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 26-31 აგვისტოს ბათუმი-თბილისის რიგით IX საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, 26, 28, 29 აგვისტოს კონცერტები გაიმართება ბათუმში, ხოლო 31 აგვისტოს დასკვნით გალა-კონცერტს თბილისი უმასპინძლებს.

წელს „ღამის სერენადების“ სტუმრები იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები - ცნობილი გერმანელი პიანისტი და დირიჟორი იუსტუს ფრანცი, საერთაშორისო ასპარაზზე აღიარებული გურფინკელების ოჯახი: კლარნეტისტები დანიელი და ალექსი, ასევე მათი მამა მიხაელ გურფინკელი; უცხოელ სტუმრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობს ქართველი დირიჟორი დავით მუქერია.

წლევანდელ ფესტივალზე, ლიანა ისაკაძე მსმენელის წინაშე სოლისტისა და დირიჟორის რანგში წარდგება. 

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია ,,Global Art”; 

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია. 

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, აფხაზეთში დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძე.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რიც გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე