ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 15:20 | 21.08.2017
ნანახია: 1400

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე,  ბარათაშვილის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

ექიმების ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

ფოტო არქივიდან

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე