სოფო ჯაფარიძე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:08 | 09.11.2015
ნანახია: 1622

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა დაშედეგების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელ დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.სოფო ჯაფარიძემ  დუბრავკა სიმონოვიჩს მიაწოდა ინფორმაცია პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს, საბჭოსთანარსებული საკონსულტაციო ჯგუფის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) საქმიანობის შესახებ.საუბარი შეეხო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013-2015 წლების ეროვნული სამოქმედოგეგმის შესრულებასთან დაკავშირებით და 2016-2018 წლების ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესებს. ყურადღება გამახვილდა "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე"გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 განმახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასა და მისი განახლების პროცესზე.შეხვედრაზე იმსჯელეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაზე. მიმოიხილეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებშიარსებული სამსახურების საქმიანობა, რომელიც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციასა და აღკვეთაზე მუშაობენ. აგრეთვე, ისაუბრესძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების არსებულ სერვისებსა და მათ გაუმჯობესებაზე.დუბრავსკა სიმონოვიჩი დაინტერესდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულისკონვენცია) რატიფიკაციითა და მისი თანმდევი პროცესებით.შეხვედრაზე შეეხნენ გაეროს სააგენტოთა ოჯახი საქართველოში მიერ მომზადებულ კონცეფციას გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ და 2015 წლისსექტემბერში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ადრეული ქორწინების თემაზე.ქალბატონმა დუბრავსკამ ხაზი გაუსვა სხვადასხვა უწყებებში არსებული ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მექანიზმების კოორდინირებულად მუშაობის მნიშვნელობას,დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, ისევე, როგორც ქალთა მიმართ და ოჯახშიძალადობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული სხვა პოზიტიური ნაბიჯები.შეხვედრის დასასრულს, დუბრავსკა სიმონოვიჩის შეფასებით, ქალთა წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის განგრძობადი და დინამიური პროცესი, ამიტომმნიშვნელოვანია, პრევენციის პროცესზე მეტი ყურადღების გამახვილება და სამომავლო აქტივოებების დაგეგმვა არსებული მდგომარეობის დეტალური ანალიზის საფუძველზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე