ქობულეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:11 | 21.08.2017
ნანახია: 2318

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჩაუყარა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ზურაბ პატარაძის თქმით, ქობულეთში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი სასტუმროს მშენებლობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე გამორჩეული სასტუმრო კომპლექსი.

40 000 კვ.მ-ის ფართზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი. სასტუმროს ექნება 220 ნომერი, არანაკლებ 300 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები. კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც.

ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობა. პროექტის ფარგლებში კომპანია ,,Crystal Building“- ის მიერ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე