გორში კატა ტირის თოფით აწამეს

საქართველო, თბილისი - 14:36 | 21.08.2017
ნანახია: 1916

გორში კატა ტირის თოფით აწამეს.

როგორც კლინიკა ,,მარკოში" აცხადებენ, კატას ტირის თოფის ტყვია ძვლამდე ჰქონდა დასული, კუდზე კი, ქვები ჰქონდა მიბმული.

ერთ-ერთი ექიმის ინფორმაციით, კატების წამების შემთხვევები ხშირია.

„ზოგადად, კატების წამები ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ზაფხულში. ბავშვებისთვის ტირის თოფი ჩვეულებრივი იარაღია. საჭიროა, მეტი ყურადღება მშობლების მხრიდან. საჭიროა, ასევე, კანონის გამკაცრება, ეს არის წამება არააადამიანური. ტირის თოფით რამდენიმე დღის წინ, ძაღლი შემოვიყვანეთ დაჭრილი, ხერხემალზე ჰქონდა ნასროლი. თან ყველა შემთხვევა, ახლოდან დამიზნებით ნასროლი იყო“, - განაცხადა ირმა მთიულიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, კატას ოპერაცია ვეტერინარმა ვახტანგ ხუბულურმა გაუკეთა. მისი თქმით, გარდა დაზიანებებისა, ცხოველი სტრესულ მდგომარეობაში იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე