როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 13:40 | 21.08.2017
ნანახია: 1654

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 21–22 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება. 23 აგვისტოს გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და დღის ბოლოს გაწვიმდება. 24 აგვისტოს დღისით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს.

25 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 23 – 24 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება, დანარჩენ დღეებში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე