აშშ რუსეთის მოქალაქეებზე არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

საქართველო, თბილისი - 13:32 | 21.08.2017
ნანახია: 937

შეერთებული შტატები რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს, - ამის შესახებ რუსეთში ამერიკის საელჩო იტყობინება.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომლების შემცირების გამო 23 აგვისტოდან რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდება. 1 სექტემბრიდან პროცედურა მხოლოდ მოსკოვში განახლდება, სხვა რეგიონებში კი გაურკვეველი ვადით იქნება შეჩერებული,“ - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე