„თეგეტა მოტორსმა“ ფოთში ფილიალი განაახლა
საქართველო, თბილისი - 11:43 | 21.08.2017 ნანახია: 1246მომხმარებლების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად „თეგეტა მოტორსმა“, ფოთში მსუბუქი ავტომობილების სერვისი გააფართოვა. მომხმარებელს დღეიდან საშუალება ექნება „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვის ცენტრის მომსახურებით ისარგებლოს. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ამ ყველაფერს „თეგეტა მოტორსი“ ერთ სივრცეში გთავაზობთ.
სერვის ცენტრის განახლების პროექტში 1 200 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. ცენტრი მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს და სხვა ავტო ტექნიკას. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.
განახლებულ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: საბურავების სერვისი, თვლების შეყრის გასწორება, ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა, ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის და ფილტრის შეცვლა, ავტომობილის კონდიცირების სისტემის შემოწმება და დატუმბვა, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა, სამუხრუჭე დისკების შეკეთება, სამუხრუჭე სითხის შეცვლა წნევით, სამუხრუჭე სისტემის რემონტი, ავტომობილის ელექტრო სისტემების დიაგნოსტირება, სხვადასხვა სისტემების დაკალიბრება-ინიციალიზაცია უახლესი დიაგნოსტიკური ტექნიკით და ამ სისტემების რემონტი, სავალი ნაწილის შემოწმება-რემონტი, ძრავის კბილანა ღვედის და ჯაჭვის კომპლექტების(ცეფის) შეცვლა, ძრავის ბენზინის მფრქვევანების (ინჟექტორების) გაწმენდა სტენდზე, ჰაერის კოლექტორების შემოწმება კვამლით და სხვა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფოთის ფილიალში მომხმარებლები ისარგებლებენ ხელსაყრელი ფასებით და „ტაქს ფრი” სისტემით.
„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა