„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება

საქართველო, თბილისი - 13:34 | 04.08.2017
ნანახია: 2314

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება, - ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1-ელ სექტემბერს გაიმართება.

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდეგ, საქმიანობას შეწყვეტს.

„ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 2017 წლის პირველ სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „საქართველოს ლატარიის კომპანია“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა და ამ დრომდე საქართველოში ლატარიის გამართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. „ლატარიის კომპანიის“ 70%-იან წილს სახელმწიფო ფლობს, 30% კი ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ლექსორ კაპიტალ კორპორეიშენს“ ეკუთვნის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე