მადლობა შეგიძლიათ პუტინს გადაუხადოთ მეზობლებთან შეჭრისთვის - მაკკეინი ტრამპს

საქართველო, თბილისი - 11:58 | 04.08.2017
ნანახია: 1196

მადლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეგიძლიათ გადაუხადოთ ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმისთვის, მეზობლებთან შეჭრისთვის, - ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპის მისამართით, Twitter-ზე წერს, რომელმაც აშშ-ის კონგრესი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაში დაადანაშაულა.

„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა. მადლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეგიძლიათ გადაუხადოთ ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმისთვის, მეზობლებთან შეჭრისთვის და ჩვენი მოკავშირეების მისამართით მუქარისთვის“, - წერს მაკკეინი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესი რუსეთთან „ძალიან სახიფათო“ ურთიერთობის მიღწევაში დაადანაშაულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე