საქართველო ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს გმობს

საქართველო, თბილისი - 17:49 | 03.08.2017
ნანახია: 1189

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და შეშფოთებას გამოხატავს ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში წერია, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 30 ივლისის ე.წ. არჩევნების შედეგად იგეგმება ვენესუელის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ეროვნული ასამბლეის ჩანაცვლება და, შემდგომში, ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების არაპროპორციულ გაზრდას ისახავს მიზნად.

"მ.წ. 30 ივლისის ეროვნული დამფუძნებელი ასამბლეის არჩევნებს კრიტიკული შეფასება მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 30 ივლისის ე.წ. არჩევნების შედეგად იგეგმება ვენესუელის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ეროვნული ასამბლეის ჩანაცვლება და, შემდგომში, ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების არაპროპორციულ გაზრდას ისახავს მიზნად.

საქართველოს მთავრობა უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე