ამინდის პროგზონი

საქართველო, თბილისი - 15:40 | 03.08.2017
ნანახია: 1612

საქართველოში კვირის ბოლომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, შესაძლებელია ზოგიერთ რაიონში გაწვიმდეს, თუმცა ეს ტემპერატურაზე არ იმოქმედებს.

დასავლეთ საქართველოს შიდა რაიონებში მოსალოდნელია 35-40 გრადუსი სითბო, სანაპირო რაიონებში 25-30, ხოლო მთიან რაიონებში 34-39. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 34-39 გრადუსს მიაღწევს, მთიან რაიონებში 32-37, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 30-32 გრადუსი იქნება.

თბილისში, კვირის ბოლომდე, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35-37 გრადუსი იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე