სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნება შეუძლია - რუსი იურისტი

საქართველო, თბილისი - 13:52 | 03.08.2017
ნანახია: 1366

საქართველოს   ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, როგორც აპატრიდს (ადამიანი მოქალაქეობის გარეშე) აქვს რიგი უფლებები, მათ შორის სურვილის შემთხვევაში  მას უკრაინაში დაბრუნება შეუძლია. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსმა იურისტმა ანატოლი კაპუსტინმა განუცხადა.  

„არ უნდა ვიფიქროთ, რომ აპატრიდი - ეს არის ადამიანი, რომლიც უჰაერო სივრცეში ცხოვრობს, არ შეუძლია გადაადგილება და სადმე დასახლება. არა. ასეთ ადამიანებს ანიჭებენ სტატუსს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე,    სადაც მოცემულ მომენტში იმყოფებიან“, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ იურისტმა. 

„სურვილის შემთხვევაში სააკაშვილი თუ კი მას შესაბამისი დოკუმენტები ექნება, შეუძლია იყიდოს თვითმფრინავის ბილეთი და გაფრინდეს სხვა ქვეყანაში, მაგალითად უკრაინაში“, - აღნიშნა იურისტმა. მისი თქმით, იმისათვის, რომ სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშვან, საჭიროა სპეციალური ადმინისტრაციული აქტი. ამიტომ თეორიულად მას შეუძლია ამ ქვეყანაში ჩასვლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე